fbpx
პოლიტიკა

“გამოდით ასპარეზზე ან დაიწყეთ მოლაპარაკებები, რაც შეიძლება სწრაფად” – ერდოღანი

მას შემდეგ, რაც აგია სოფია ოფიციალურად გაიხსნა და მუსულმანური მსახურების აღსრულება დაიწყო, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კიდევ ერთ პროვოკაციულ განცხადებას ავრცელებს:

“გამოდით ასპარეზზე, ან თუ ასეთი მიზანი არ გაქვთ, დაიწყეთ მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მალე. ჩვენ არ გვაქვს არანაირი სახის მისწრაფება სახმელეთო, საზღვაო და ბუნებრივი რესურსების მიმართ, მაგრამ არავის მივცემთ უფლებას ჩარიოს ხელი ჩვენს ინტერესებსა და უფლებებში.

ქვეყნებისთვის, რომლებიც “ხმაურობენ”, ვიცით, რომ მთავარი არ არის აგია სოფია ან ხმელთაშუაზღვისპირეთი, არამედ ამ ტერიტორიაზე თურქი ხალხის და ზოგადად, მუსლიმების არსებობა.

მათ, ვისი ქმედებებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მომართული და არ შეესაბამება არც დიპლომატიას და არც კარგ ზრახვებს ემსახურება, ვაფრთხილებ, ან გამოვიდნენ ასპარეზზე, ან მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე დავსხდეთ. “

onalem

ტესტ