fbpx
საზოგადოება

კუნძულ ნაქსოსის სანაპიროზე ხალხმა მძიმედ დაშავებული 60 კგ-იანი კუ გადაარჩინა

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ ნაქსოსის ერთ-ერთ ულამაზეს სანაპიროზე, აგია ანა, ხალხი უსაიმოვნო სიურპრიზის მომსწრე გახდა.

ირკვევა, რომ სანაპირომდე გამოცურა მძიმედ დაშავებულმა წყლის კუმ, რომელსაც უკანა ფეხებზე ანკესისგან ჰქონდა ჭრილობები მიყენებული და კაუჭი ჯერ კიდევ ზედ ჰქონდა.

ეს რეპტილია დაახლოებით 60 კგ-ს იწონის და მამრობითი სქესის არის. ხალხმა ის ვეტერინართან გადაიყვანა, სადაც კაუჭი მოაცილეს და წამალი მისცეს, რათა ჭრილობები მალე მოუშუშდეს. დაახლოებით სამ დღეში კი თავის ბუნებრივ გარემოში, ზღვაში დააბრუნებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში მეთევზეები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ეგეოსის კუნძულებთან უამრავი მსგავსი სახეობის კუ დაცურავს.

onalem

ტესტ