fbpx
საზოგადოება

სკანდალი საბერძნეთში: მღვდელმა ქალი ფეისბუქით გაიცნო, ატყუებდა და ფულს თაღლითურად სძალავდა

ინციდენტი, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, ნამდვილად შოკისმომგვრელია.

კერძოდ, საუბარია სასულიერო პირზე, მღვდელზე, რომელმაც ქალბატონი ფეისბუქის საშუალებით გაიცნო, ატყუებდა, რომ საჯარო მოხელე იყო, დაუახლოვდა და მისი ნდობა დაიმსახურა.

ქალს ეგონა, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახი დაენგრა, იპოვა ადამიანი, რომელიც გვერდში ედგა და მაქსიმალურად უჭერდა მხარს, თუმცა, მალევე აღმოაჩინა, რომ დიდ ტყუილში ცხოვრობდა.

მამაკაცი არა თუ საჯარო მოხელე არ იყო, არამედ იყო სასულიერო პირი და თანაც დაქორწინებული, მოქმედი ოჯახით.

როგორც მსხვერპლი ჰყვება, ის მისი ცხოვრებიდან მას შემდეგ გაქრა, რაც დიდი რაოდენობით თანხა სთხოვა და უთხრა, რომ დიდ გასაჭირში იყო და ამიტომ სჭირდებოდა. მოგვიანებით კი ,ისევ ითხოვა გარკვეული რაოდენობა.

ირკვევა, რომ როცა თანხა აიღო, მღვდელი გაუჩინარდა და ქალს დეტექტივად გადაქცევა დასჭირდა, რომ გაიგოს სად იმყოფება და რა პასუხი აქვს აღნიშნულ ქცევაზე.

აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირი მის ოჯახში მიღებული ადამიანი იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქალის შვილებთანაც კი, მისი წინა ქორწინებიდან.

თაღლითობის მსხვერპლმა სამართლებრივი გზით მოქმედება უკვე დაიწყო.

onalem

ტესტ