fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: სად შეგიძლიათ იყიდოთ ელექტრონული ბილეთი მეტროს გარდა?!

ამ დრომდე ელექტრონული ბილეთების ყიდვა, ბარათებთან ერთად, მხოლოდ მეტროსადგურებში იყო შესაძლებელი, ახლა კი ვითარება ნელნელა იცვლება.

კერძოდ, უკვე ორას კიოსკშია (პერიპტერო) შესაძლებელი შეიძინოთ პაკეტი, რომელიც მოიცავს 10+1 ელექტრონულ ბილეთს, რომლის ღირებულებაც საერთო ჯამში 13, 50 ევროა.

ასევე, მალე გახდება შესაძლებელი:

– შეღავათიანი ბილეთების შეძენა, რომელიც ასევე 10+1 პაკეტს მოიცავს და მისი ღირებულება 6 ევრო იქნება.

– კონვერტის შეძენა, რომელშიც მოთავსებული იქნება 5 ბილეთი და მისი ღირებულება 3 ევროს შეადგენს.

ამ დროისთვის გაცემულია 370, 000-ზე მეტი პერსონალური ბარათი.

შემოსავლების მხრივ, 2017 წლის ოქტომბერში, გასული წლის იგივე თვესთან შედარებით, თანხის გაცილებით მეტი რაოდენობა შევიდა, რაც წამახალისებენ ფაქტორს წარმოადგენს.

onalem

ტესტ