fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი თავდასხმა პირბადის გამო: მამაკაცი პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კორფუზე მოხდა, სადაც პოლიციის ოფიცრებმა 55 წლის მამაკაცს პირბადის გაკეთება მოსთხოვეს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე მიღებული ზომების გამო, ორი პოლიციელი მამაკაცს მიუახლოვდა და თავაზიანად მოუწოდა, რომ პირბადე გაეკეთებინა. შედეგად კი, საკმაოდ მძაფრი რეაქცია მიიღო.

55 წლის მამაკაცმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოფიცრებს, ხოლო შემდეგ ერთ-ერთ მათგანს დაესხა თავს და სახის არეში დაზიანება მიაყენა.

თავდამსხმელი დააკავეს, ხოლო თავად ოფიცერი, მსუბუქი დაზიანებით, კორფუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ