fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალი, რომელმაც შვილები ცოცხლად დაწვას გადაარჩინა, საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ირაკლიოში, ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ΠΑΓΝΗ-ს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული ქალი, რომელმაც ორი მცირეწლოვანი შვილი, ფაქტობრივად, ცოცხლად დაწვას გადაარჩინა.

ირკვევა, რომ ხანძარი ბუხრიდან გაჩნდა, ფარდაზე გავრცელდა და სწორედ ამ დროს სახლში იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი ბავშვი და მათი დედა. როცა ქალი მიხვდა, რომ მის შვილებს საფრთხე ემუქრებოდათ, ყველანაირი ძალებით სცადა, ხანძრის ჩაქრობა, შედეგად კი სხეულზე მძიმე დამწვრობები მიიღო.

საბოლოოდ ადგილზე მობილიზდა მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი და რთული ოპერაციის შედეგად, სახლში მომწყვდეული ბავშვები გარეთ გამოიყვანეს, მათი დედა კი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმე რჩება.

 

onalem

ტესტ