fbpx
საბერძნეთი

ათენი: კორონავირუსის მუტაცირებული შტამით ინფიცირების “ობოლი” შემთხვევები და ექსპერტთა დიდი შეშფოთება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექსპერტები განსაკუთრებულ ღელვას გამოთქვამენ კორონავირუსის მუტაცირებული შტამის გავრცელების გამო და კონკრეტულად, საუბარია ათენსა და კრეტაზე.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ოფიციალურად გამოვლენილ შემთხვევათა რიცხვი უკვე 26-მდეა გაზრდილი, თუმცა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროფესორები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი შტამი უფრო მეტად არის გავრცელებული.

რა აძლევთ მათ ამის საფუძველს?!

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა ათენსა და კრეტაზე, არის “ობოლი”, ანუ არ არის ცნობილი დაინფიცირების წყარო, რაც ნიშნავს, რომ მისი გავრცელების მასშტაბები გაცილებით დიდია.

რაც შეეხება წინა 24 შემთხვევას, ისინი დაფიქსირებულია საბერძნეთის საზღვრებზე და ყველა მათგანი პროტოკოლის წესების მიხედვით, იზოლაციაში მოექცა, რის გამოც შეიზღუდა გავრცელება.

ახლა ექსპერტთა ღელვა სწორედ “ობოლ” შემთხვევებს უკავშირდება, რადგან თუკი არ არის ცნობილი, თუ საიდან დაინფიცირდა ადამიანი, ვერ ხდება კონტაქტების სრული გამოკვეთა და შესაბამისად, სიტუაცია გაცილებით უკონტროლოა.

კორონავირუსის ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია.

onalem

ტესტ