fbpx
საბერძნეთი

პილიო: მამაკაცი თავის სოფელში 3 წელი თავს ბუღალტრად ასაღებდა, რადგან რცხვენოდა, რომ დიპლომი ვერ აიღო

ბერძნული მედია 35 წლის მამაკაცის შესახებ იუწყება, რომელიც პილიოში, კერძოდ, სოფელ ზაგორაში თავს ბუღალტრად ასაღებდა, ვინაიდან რცხვენოდა იმის თქმის, რომ დიპლომის აღება ვერ შეძლო.

მამაკაცმა თავდაპირველად ერთ-ერთ ოფისში დაიწყო მუშაობა ბუღალტრის თანაშემწედ, სადაც ნაცნობობით აიყვანეს, შესაბამისად, დიპლომი მისთვის არავის მოუთხოვია. რამდენიმე ხნის შემდეგ მან ოფისის კომპიუტერში იპოვა წინა ბუღალტრის მიერ დატოვებული პროფესიული კოდები და გადაწყვიტა, შემთხვევით ესარგებლა და ეს კოდები გამოეყენებინა. ამრიგად, მან დაიწყო კლიენტების პირადად მიღება და სხვა ბუღალტრის კოდების საშუალებით ხალხს საგადასახადო დეკლარაციებს უკეთებდა.

მისი ქმედებების შესახებ მაშინ გამჟღავნდა, როდესაც რეალურ ბუღალტერ ქალბატონს მიუვიდა შეტყობინებები, სადაც იმ ადამიანების სახელები და გვარები იყო აღნიშნული, რომლებიც არ იყვნენ მისი კლიენტები. ის მაშინვე მიხვდა, რომ ამ ყველაფრის უკან 35 წლის მამაკაცი იდგა და მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

როგორც ირკვევა, 35 წლის მამაკაცმა ბუღალტერს 26.000 ევრო დაუბრუნა, რაც შეესაბამებოდა მისი 3 წლის ნამუშევარ ხელფასს. საბოლოოდ კი, თქვა, რომ რცხვენოდა სოფელში ეთქვა, რომ დიპლომის აღება ვერ შეძლო და ამიტომ ასაღებდა თავს ბუღალტრად.

 

onalem

ტესტ