fbpx
საბერძნეთი

ალბანელებმა ბერძენი ცოლ-ქმარი დაარწმუნეს, რომ ჯადო ჰქონდათ გაკეთებული და მის მოხსნაში ათასობით ევრო გამოსძალეს

საბერძნეთში, კერძოდ, დასავლეთ ახაიაში, ბერძენი ცოლ-ქმარი უპრეცენდენტო თაღლითობის მსხვერპლი გახდა. როგორც ირკვევა, ისინი ალბანელებმა დაარწმუნეს, რომ ჯადო ჰქონდათ გაკეთებული და მის მოხსნაში ათასობით ევრო გადაახდევინეს.

ყველაფერი 2018 წელს დაიწყო, როდესაც როგორც ბატონი ათანასიო ამბობს, ალბანელი მამაკაცი სამსახურში აიყვანა. ის განმარტავს, რომ ალბანელმა და მისმა მეუღლემ ისარგებლეს ფაქტით, რომ მათ შვილი არ ჰყავდათ და უთხრეს, რომ ვიღაცას მათი ფინანსური კეთილდღეობის შურდა და ჯადო ჰქონდათ გაკეთებული, სწორედ ამიტომ არ უჩნდებოდათ ბავშვი. ბატონი ათანასიო ამბობს, რომ მისი მეუღლისთვის უკიდურესად მძიმე თემა იყო, რომ არ შეეძლო დედა გამხდარიყო.

“2019 წელს ჩემივე თანხმობით წავედით ალბანეთში, სადაც ვინმე სოკრატი გამაცნო და მას 5.000 ევრო გადავუხადე, ჩვენთვის ჯადოს მოსახსნელად. რა თქმა უნდა, ალბანელების ოჯახი ამ ყველაფერს არ დასჯერდა და ეტაპობრივად დამარწმუნეს, რომ ჩემი ქონების ნაწილიც კი, მათ სახელზე გადამეფორმებინა.

ჩაწერილი მაქვს ყველაფერი, როგორ მთხოვდნენ 25.000 ევროს გამოსალოცად, შემდეგ კიდევ 20.000 ევროს, რომ ჩემთვის თავი დაენებებინათ და მშვიდად მეცხოვრა. ჩემი ცოლი ახლა იმდენად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რომ თვითმკვლელობის ზღვარზეა,” აცხადებს მამაკაცი.

როგორც გამოვლინდა, ალბანელებს ახაიას ტერიტორიაზე ამ გზით სხვებისთვისაც აქვთ თანხა გამოძალული. მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

onalem

ტესტ