fbpx
საბერძნეთი

“თოვლთან საქმე ჯერ არ დაგვისრულებია, ხუთშაბათამდე გვექნება არასტაბილურობა” – მეტეოროლოგიური სამსასხურის გაფრთხილება

რამდენიმე წუთის წინ ათენის ცენტრში თოვა დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ სინოპტიკოსთა პროგნოზი გამართლდა. როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ხუთშაბათამდე არასტაბილური ამინდი გვექნება და “თოვლთან საქმე ჯერ არ დაგვისრულებია”.

112-ისგან შესაბამისი შეტყობინება მიიღეს შემდეგ ტერიტორიებზე: ევიაში, ფთიოტიდასა და ვიოტიაში. დღეს განსაკუთრებით ძლიერი თოვაა მოსალოდნელი მაგნისიაში

სამოქალაქო დაცვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს შეზღუდოს გადაადგილება, თუკი ეს ძალიან აუცილებელი არ არის, ხოლო მანქანებზე ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დამაგრებული მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.

გადაუღებლად თოვს ატიკის ჩრდილოეთით მდებარე უბნებშიც, მაგალითად: მელისიასა და ვილიაში.

უხვი თოვლის გამო გზებზე მოძრაობა შეუძლებელია ახაიასა და ლაკონიაშიც.

onalem

ტესტ