fbpx
საბერძნეთი

ბერძნები დაგეგმილ ვაქცინაციაზე არ მიდიან, ხოლო ვინც იცრება, ეშინიათ – AstraZeneca-მ საზოგადოება ორად გაყო

როგორც უკვე ცნობილია, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრაგნეთსა და გერმანიაში, AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინით აცრა შეწყვიტეს. საბერძნეთში ეს პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, საზოგადოებრივი აზრი ორად არის გაყოფილი.

ხალანდრის ჯანმრთელობის ცენტრიდან ამბობენ, რომ ბენეფიციართა ნაწილი დაგეგმილ ვაქცინაციაზე არ მივიდა, ნაწილი კი მივიდა და მათაც სხვადასხვანაირი აზრი აქვთ ამ პროცესთან დაკავშირებით.

ზოგი ამბობს, რომ ვაქცინა შიშით გაიკეთა, ზოგი კი ამბობს, რომ არაფერზე უნერვიულია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს ასაკობრივი ჯგუფის, 60-64, წარმომადგენელთა ვაქცინაცია.

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრები ევროპის სხვა ქვეყნებში თრომბოზთან სავარაუდო კავშირის გამო შეაჩერეს, რასაც არ ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და თავად ფარმაცევტული კომპანია.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები არ ირჩევენ, თუ რომელი ვაქცინით აიცრებიან.

onalem

ტესტ