fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთი ზაფხულში ღია იქნება, ველოდები, რომ ვაქცინაციის სერთიფიკატები დამტკიცდეს” – კირიაკოს მიცოტაკი CNN-ზე

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ინტერვიუ მისცა CNN- ს და ისაუბრა ვაქცინაციის სერთიფიკატთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ევროკავშირის ქვეყნებშიც აქტიური მიმდინარეობს.

გთავაზობთ მიცოტაკის ინტერიუს ნაწყვეტს ჟურნალისტ, ჯულია ჩატერლისთან:

“ზაფხულისთვის ველოდებით მოგზაურობის ტენდენციის ზრდას. ტურიზმზე ძალიან ვართ დამოკიდებული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოგზაურობა იყოს უსაფრთხო. საბერძნეთი ზაფხულში ღია იქნება.

ამ პერიოდში ვხედავთ კოვიდის კიდევ ერთ ტალღას. ევროკავშირის მასშტაბით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი საუკეთესოა, ვაქცინაციის ტემპის თვალსაზრისით. ასევე, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ვაქცინაციას AstraZeneca-ს ვაქცინით, ევროპის ფარმაცევტული სააგენტოს რეგულაციების შესაბამისად. 

უნდა მოიძებნოს საშუალება მოგზაურობის გასაადვილებლად, ამიტომ ველოდები, რომ ვაქცინაციის სერთიფიკატი დამტკიცდეს,” ამბობს მიცოტაკი.

პრემიერი საუბრობს იმ ცნობებზე, რომლებიც გაიცემა ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება მოგზაურობისას. ცხადია, ეს არ იქნება სავალდებულო, მაგრამ აღნიშნული ცნობის მქონე ადამიანებისთვის გაცილებით გაადვილებული იქნება მოგზაურობა და თავიდან აიცილებენ სხვადასხვა პროცედურებს, კარანტინს, ტესტს კორონავირუსზე და ა.შ.

onalem

ტესტ