fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ნეგატიური რეკორდი განმეორდა – ნახეთ დღევანდელი მონაცემები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში ნეგატიური რეკორდი დაფიქსირდა.

პანდემიის მესამე ტალღის მანძილზე, დღეს, 17 მარტს, დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 3.465 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 56 ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის ცნობით, კერძო საავადმყოფოების მხრიდან საჯარო საავადმყოფოების მხარდაჭერა გრძელდება და მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში 550 რეანიმაციული საწოლი დაემატოს.

გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში საავადმყოფოებში 1.000-ით მეტი პაციენტია მოთავსებული.

კიკილიასმა განაცხადა, რომ პანდემიის მესამე ტალღის პიკში ვიმყოფებით და სწორედ აქედან გამომდინარე საჭიროა, რომ კერძო საავადმყოფოებისგან ჯანდაცვის სისტემამ დახმარება სისტემატიურად მიიღოს.

 

onalem

ტესტ