fbpx
საბერძნეთი

“თუ 48 საათში კერძო ექიმები არ დათანხმდებიან, რომ დაგვეხმარონ, გაიცემა ბრძანება სახელმწიფოსგან, რომელიც მათ ვალდებულს გახდით” – ვასილის კიკილიას

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს  მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა კერძო სექტორში მომუშავე ექიმთა მისამართით, თუმცა, ეს უფრო გაფრთხილებას ჰგავდა, ვიდრე უბრალოდ განცხადებას.

“როგორც იცით, საბერძნეთის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტებთან ერთად, ვითხოვე კერძო სექტორის მხრიდან დახმარება. ვითხოვეთ, რომ კერძო ექიმები დაგვეხმარონ ამ მძიმე ბრძოლაში, რადგან ეს არის ბრძოლა სიცოცხლისთვის, ეს არის ჰიპოკრატეს ფიცის გამართლება და დიდი პატივი. დღეს მე ისევ ვითხოვ დახმარებას.

ჩვენს თანამემამულეებს სჭირდებით, საბერძნეთს სჭირდებით და თუკი 48 საათის მანძილზე არ გამოგვეხმაურებით და არ შემოგვთავაზებთ დახმარებას, პრემიერ მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე, გაიცემა ბრძანება სახელმწიფოსგან, რომელიც მინიმუმ 200 ექიმს დაავალდებულებს, რომ დადგნენ ხალხის სამსახურში, უნდათ თუ არა ეს.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიმდინარე კრიზისი დავძლიოთ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ დასასრული ახლოსაა, ვაქცინაციის და უსაფრთხოების წესების დაცვის ფონზე,” განაცხადა კიკილიასმა.

onalem

ტესტ