fbpx
საბერძნეთი

“გასაღები” გადაადგილებისთვის – ნახეთ როგორია ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატი

დღეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვაქცინაციის სერთიფიტაკის შესახებ ისაუბრა და დეტალურად აღწერა, თუ როგორი სახის იქნება ის.

როგორც მარგარიტის სხინასმა აღნიშნა, ეს არ იქნება რაიმე სახის პასპორტი, არამედ სერთიფიკატი, რომელსაც გადაადგილების “გასაღები” უწოდა.

“ეს იდეა წინ მიიწევს და მიგვაჩნია, რომ სერთიფიკატი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა მარტივ გადაადგილებას, ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკის ამუშავებას,” განაცხადა სხინასმა.

როგორც ირკვევა, საბუთი იქნება როგორც ფურცლის სახით, ასევე ელექტრონული და დატანილი იქნება ინფორმაცია ადამიანის ვინაობის და შემდეგი სამი ფაქტის შესახებ (იგულისხმება რომელიმე მათგანი და არა აუცილებლად სამივე):

  • რომ გაკეთებული გაქვთ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ
  • ან გაკეთებული გაქვთ ტესტი უახლოეს წარსულში და არის უარყოფითი პასუხი
  • ან უკვე გადატანილი გაქვთ კოვიდ-19.

onalem

ტესტ