fbpx
საბერძნეთი

ნამდვილი სასწაული საბერძნეთში: გარდაცვლილად გამოცხადებულ 2 წლის ბიჭს 3 საათის შემდეგ პულსი დაუფიქსირდა

საბერძნეთში გუშინ მომხდარმა შემთხვევამ გააოგნა როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე მთელი ბერძნული საზოგადოება. საუბარია 2 წლის ბიჭზე, რომელიც გარდაცვლილად გამოაცხადეს, მაგრამ თითქმის სამი საათის შემდეგ პულსი აღუდგა. რა შეიძლება ეწოდოს ამ ამბავს, თუ არა ღვთის სასწაული.

გავრცელებული ინფორმაციით, კრეტაზე, ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბიჭი ოჯახის წევრებმა სახლთან ახლოს, წყლის კასრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები. როგორც ჩანს, ბავშვი თამაშობდა, რაღაც მომენტში დედის ყურადღების მიღმა დარჩა და გაურკვეველია თუ როგორ, მაგრამ იქვე მდგომ წყლის კასრში აღმოჩნდა.

მცირეწლოვანი დედამ და ნათესავებმა ხარაკას ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა 1 წამიც არ დაკარგეს და დაახლოებით 2 საათი და 45 წუთი ცდილობდნენ, რომ ბავშვისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. სამწუხაროდ, ვინაიდან ვერაფერს გახდნენ, გარდაცვლილად გამოაცხადეს და გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რათა ცხედარი ირაკლიოს მორგში გადაესვენებინათ.

ირკვევა, რომ EKAB-ის ბრიგადამ ბავშვი მანქანაში მოათავსა და როდესაც მიჰყავდათ, უეცრად პულსი დაუფიქსირდა. რამდენიმე წუთში მცირეწლოვანს უკვე სასიცოცხლო ნიშნები დაეწყო და მაშინვე პედიატრიულ განყოფილებაში მიიყვანეს.

მიუხედავად მოვლენების ასეთი განვითარებისა, მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა და როგორც ექიმები ამბობენ, თითოეული საათი, რომელიც გადის, საკმაოდ კრიტიკულია. მათივე თქმით, როდესაც მდგომარეობა დასტაბილურდება, უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა ტვინსა და სასიცოცხლო ორგანოებზე.

onalem

ტესტ