fbpx
საბერძნეთი

ზომების შემსუბუქება 20 მარტიდან – რაზეა საუბარი და რატომ ხსნის საბერძნეთის მთავრობა მკაცრ კარანტინს?!

ბერძნული მედია იუწყება, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, ზომების ეტაპობროვ მოხსნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია თავის პიკშია და მართვით სუნთქვზე 630 პაციენტია მოთავსებული, კარანტინი ეფექტური აღარ არის და გამომდინარე აქედან, არის მცდელობა, რომ სხვაგვარად გადაიჭრას არსებული პრობლემები.

მიზეზი, რის გამოც კარანტინის მოხსნა იგეგმება, არის, რომ ადამიანები მეტად უნდა გამოვიდნენ გარეთ, ვინაიდან ამინდი უმჯობესდება და დახურულ სივრცეებში შეკრებები მთლიანი ოჯახების ინფიცირებას იწვევს. პარალელურად, გაძლიერებულია ჯანდაცვის სისტემა, კერძო სექტორის ექიმებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

რისი გახსნაა მოსალოდნელი?

ირკვევა, რომ პირველ ეტაპზე განიხილება სილამაზის სალონების გახსნის იდეა, სავარაუდოდ, ისინი მომდევნო ორშაბათს, 22 მარტს გაიხსნება.

შემდეგ უკვე მოდის მაღაზიების გახნა, რაც იგეგმება 29 მარტისთვის ანუ ორი კვირის შემდეგ.
როგორც უკვე ცნობილია, იმოქმედებს ახალი SMS-კოდი, 7, რომელიც უნდა გავაგზავნოთ 13032-ზე და შემდეგ შევძლებთ სავაჭროდ წასვლას. აღნიშნული SMS-ის გაგზავნა შესაძლებელი იქნება დღეში მხოლოდ ერთხელ და ვადა ექნება 3 საათი.

ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ მოიხსნას შეზღუდვა, რომელიც უკავშირდება შაბათ-კვირას გადაადგილების აკრძალვას 19:00 საათიდან და დაბრუნდეს ისევ 21:00 საათზე, როგორც კვირის სხვა დღეებშია.

onalem

ტესტ