fbpx
საზოგადოება

მარია ალექსანდრუ 6-მა ქალმა გაიტაცა – მსახიობი გააშიშვლეს, სასტიკად სცემეს და თმა მოაჭრეს

მსახიობმა და მოდელმა, მარია ალექსანდრუმ, ბერძნულ მედიასთან შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ გატაცების და ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, რომელსაც საფუძვლად შური და ეჭვიანობა ედო.

“6-მა ქალმა დანის მუქარით მაიძულა დაუსახლებელ ადგილას წავსულიყავით. უმოწყალოდ მცემეს, გამაშიშვლეს და თმა მომაჭრეს. ეს მოხდა მამაკაცის გამო, რომელთანაც ადრე მქონდა ურთიერთობა. თავდასხმის მიზეზი შური და ეჭვიანობა იყო.

ცემის შემდეგ ჩანთა და მობილური ტელეფონი მომპარეს. უკვე შეტანილი მაქვს საჩივარი და საქმე კანონის გზით იქნება გამოძიებული,” ამბობს ალექსანდრუ.

ნახეთ კადრები, რომლებიც ცხადყოფს თავდასხმის სიმძიმეს:

onalem

ტესტ