fbpx
საზოგადოება

8 წელი ელოდებონენ, რომ თირკმლის დონორი გამოსჩენოდათ – 23 წლის იასონას სიკვდილმა მათი სიცოცხლე იხსნა

ცნობილი გახდა, თუ ვის გადაენერგა 23 წლის იასონას თირკმელები, რომელიც პარლამენტთან მომხდარ ავარიაში დაიღუპა. საუბარია ორ ქალბატონზე, თესალონიკიდან, რომლებიც წარმოუდგენელია, მაგრამ 8 წლის მანძილზე ელოდებოდნენ, რომ დონორი გამოსჩენოდათ.

ქალბატონებს თირკმელები უკვე გადაენერგათ, ოპერაციები იპოკრატიოს საავადმყოფოში ჩატარდა და საკმაოდ ხანგრძლივი იყო. დღეს შუადღისთვის პირველი შეფასებები გაკეთდება, მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

8 წლის შემდეგ მათ ცხოვრებაში იმედი გააჩინა სხვისთვის ყველაზე ტრაგიკულმა ამბავმა, 23 წლის იასონას გარდაცვალებამ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ირკვევა, რომ ბიჭის გული გადაენერგა 55 წლამდე მამაკაცს, რომელსაც, ფაქტობრივად, ხელოვნურად აცოცხლებდნენ, ხოლო ფილტვები იტალიაში გაიგზავნება.

 

onalem

ტესტ