fbpx
საბერძნეთი

მუშაობას იწყებენ არქეოლოგიური ტერიტორიები და სილამაზის სალონები – “არა გახსნა, არამედ ზომების კორექტირება”

იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმასაც საბერძნეთის მთავრობა აპირებს, არ ჰქვია სრული გახსნა, არამედ მოქმედი ზომების კორექტირება.

გავრცელებული ინფორმაციით, სილამაზის სალონებთან ერთად, იხსნება არქეოლოგიური ტერიტორიებიც. მთავრობა ცდილობს, რომ მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გააუმჯობესოს და მოიხსნება 2 კილომეტრზე გადაადგილების შეზღუდვაც. მოქალაქეებს შეეძლებათ კოდი 6-ით გადაადგილდნენ მანქანის საშუალებითაც.

შაბათ-კვირას გადაადგილება 19:00 საათიდან აღარ იქნება აკრძალული, არამედ 21:00 საათიდან, როგორც სხვა დღეებში.

სილამაზის სალონები და ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები გაიხსნება 22 მარტს, რადგან ითვლება, რომ ისინი არ იწვევენ ეპიდმდგომარეობის დამძიმებას, თუკი მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის მთავრობა ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალურად გაძლიერებას ცდილობს.

onalem

ტესტ