fbpx
საბერძნეთი

“სკოლები არ დაგვიხურავს იმისთვის, რომ ბავშვები სხვაგან შეიკრიბონ” – ნიკი კერამეოს

საბერძნეთის განათლების მინისტრი, ნიკი კერამეოსი კონკრეტულ განცხადებებს აკეთებს სკოლების დაკეტვასთან და იმ შეცდომებთან დაკავშირებით, რომლებსაც მშობლები ამის შემდეგ უშვებენ:

“რაც უფრო მეტხანს დავრჩებით სახლში, მით მეტად ავიცილებთ თავიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრას. არ დაიკარგება აკადემიური წელი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. თუ სკოლები სამი კვირით იქნება დაკეტილი, მოგვიანებით განიხილება საკითხი სასწავლო წლის გახანგრძლივების, ეროვნული გამოცდების გვიან დაწყების და ზოგადად, სასწავლო მასალების შემცირების შესახებ. 

არ უნდა მოხდეს მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლო პროცესიდან აბსოლუტური მოწყვეტა.”

კერამეოსმა ასევე აღნიშნა, რომ სკოლები დაიკეტა იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს. ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვები არ უნდა შეკრიბონ მშობლებმა სხვა ადგილებში, გასართობად და სათამაშოდ.

onalem

ტესტ