fbpx
საბერძნეთი

“საომარი” ატმოსფეროს გამო ტურისტებმა კასტელორიზოში ჯავშნები გააუქმეს

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პროვოკაციების გამო საბერძნეთის ეკონომიკას უკვე ზარალი მიადგა. საუბარია კუნძულ კასტელორიზოში ტურისტების მიერ გაუქმებულ ჯავშნებზე, რადგან მათ ეშინიათ, რომ ამ ტერიტორიაზე ომი დაიწყება.

როგორც მეგისტის მერის მოადგილე აცხადებს, სასტუმროები დიდ ზარალს განიცდიან:

“მინდა გითხრათ, რომ გვაქვს ძალიან ბევრი გაუქმებული ჯავშანი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ გუშინდელი დღიდან დღეს შუადღემდე, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ კიდევ ბევრი გაუქმდება. ვსაუბრობთ, დაახლოებით 30%-იან დანაკარგზე, ჯერჯერობით.

წარმოიდგინეთ, რომ კუნძულზე აპირებ წასვლას და უცებ ხედავ საბრძოლო ხომალდებს ამ ტერიტორიაზე. ისინი კი, ვინც უკვე აქ არიან, შეშინდნენ, რადგან მარტივად, რომ ვთქვათ აქ საომარი ატმოსფეროა. მსგავსი რამ ჩვენთვისაც და მათთვისაც ძალიან რთულია.

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი არმიის ფონზე თავს დაცულად ვგრძნობთ და მათი იმედი გვაქვს… იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, უკიდურესი დაძაბულობის გარეშე,” განაცხადა სტრატის ამიგდალოსმა.

onalem

ტესტ