fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში ჩამოსასვლელად 600 დოლარი გადავიხადეთ” – რას ამბობენ ემიგრანტები, რომლებიც სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ

საზოგადოება შეძრა კითირას წყლებში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 18 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი საბერძნეთში არალეგალურად შემოსვლას ცდილობდნენ და როგორც ამბობენ, გადმომყვანი პირებისთვის ამაში 600 დოლარი ჰქონდათ გადახდილი. მათ თანხა გადაიხადეს, ფაქტობრივად, იმაში, რომ სიკვდილითვის თვალებში ჩაეხედათ და ზოგიერთ მათგანს ეს ყველაფერი სიკვდილის ფასად დაუჯდა.

მედიასთან საუბრობენ გადარჩენილი ქალბატონები, რომლებიც ამბობენ, რომ ტალღები კედლებივით იყო და ხედავდნენ, როგორ ტივტივებდნენ დამხრჩვალი ადამიანების ცხედრები მათ გვერდით. მათი თქმით, ნავზე სულ 53 პირი იყო.

სანაპირო დაცვა ამ დროისთვის აგრძელებს მუშაობას, რადგან არსებობენ გაუჩინარებულები და ცდილობენ, რომ ცხედრებს მიაკვლიონ. აქამდე წყლიდან 18 გარდაცვლილი ამოიყვანეს.

ბერძნული მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას პირდაპირ თურქეთს აკისრებს.

onalem

ტესტ