fbpx
საბერძნეთი

“ემიგრანტების შვილები უნდა გაიზარდონ ქვეყანაში, სადაც თანასწორობა სუფევს” – ალექსის ციპრას

ალექსის ციპრა რასიზმის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ საბერძნეთში ყველა ადამიანი, განურცევლად წარმოშობისა, თანასწორია.

“ყველა ის ბავშვი, რომელიც საბერძნეთში იზრდება, ყველა ის ადამიანი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, იმსახურებს გარემოს, სადაც თანასწორობა და სოლიდარობა სუფევს. ქვეყანაში, რომელშიც მთავარი ადამიანობაა. ქვეყანაში, რომელშიც არ არის მომწამვლელი რასიზმის ადგილი და ის რჩება საზღვრებს გარეთ, ჩვენი ადამიანებისგან შორს,” ამბობს ის.

ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის კვლავ იყაროს კენჭი და კვლავ დაბრუნდეს მთავრობაში განახლებული ძალებით, რადგან საბერძნეთს პასუხისმგებლობის მქონე პრემიერი სჭირდება.

“ბატონო მიცოტაკი მიზეზების პრემიერია. ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება და არა მიზეზების ამხსნელი სისტემა. როდესაც საბერძნეთი იწვის, მიცოტაკი კლიმატის ცვლილებაზე საუბრობს, როდესაც თოვლი და წვიმა მოდის და ადამიანები გზებზე და სახლებში არიან მომწყვდეულები, ისევ კლიმატის ბრალია. როდესაც პანდემია მძვინვარებს, მიცოტაკის აზრით, ეს მსოფლიო ფენომენია, სინამდვილეში კი, ჩვენი ქვეყანა პირველი იყო სიკვდილიანობის თვალსაზრისით, ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე. ახლა კი, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ყველაფერი ძვირდება, პუტინია დამნაშავე!

ეს ფაქტორები ძალიან კრიტიკული იქნება არჩევნების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი გამართვა არ დააყოვნებს” – აცხადებს ციპრა.

 

onalem

ტესტ