fbpx
საბერძნეთი

ორშაბათიდან მეტროს ახალი სადგურები იხსნება – ნახეთ, როგორი სიხშირით იმოძრავებენ მატარებლები?!

ორშაბათიდან, 10 ოქტომბრიდან, მეტროს მე-3 ხაზზე ახალი სადგურები იქნება ხელმისაწვდომი. ეს არის სიახლე, რომელსაც პირეას მოსახლეობა დიდი ხნის მანძილზე ელოდა და საბოლოოდ, იდეა რეალობად იქცა.

როგორც უკვე ცნობილია, საუბარია სამ სადგურზე: “მანიატიკა”, “პირეას”, “დიმოტიკო თეატრო”, რომლებიც 10 ოქტომბრიდან უკვე მოსახლეობის ხელთ იქნება. მეტრო, სამი სადგურის დამატებით, ყოველდღიურად კიდევ 132.000 მგზავრს მოემსახურება, აღნიშნული გაფართოვება კი, ქალაქში ავტომობილების რაოდენობას 23.000-ით შეამცირებს.

ამიერიდან ქალაქის ყველაზე დიდი პორტი და აეროპორტი ერთმანეთს მეტროთი პირდაპირ დაუკავშირდება და ამ მანძილის დაფარვა უმოკლეს დროში, 55 წუთში იქნება შესაძლებელი.

“დიმოტიკო თეატრო-დუკისის პლაკენტიას” მარშრუტზე მატარებლები იმოძრავებენ ყოველ 4 წუთში ერთხელ პიკის საათებში, ხოლო ღამის საათებში, 22:00-დან 00:20 საათამდე, იმოძრავებენ ყოველ 9 წუთში ერთხელ.

“დიმოტიკო თეატრო-აეროპორტის” მარშრუტზე მატარებლები ყოველ 36 წუთში ერთხელ გამოივლიან.

onalem

ტესტ