fbpx
საბერძნეთი

შემოდგომიდან “იაფი საცხოვრებელი” უმუშევრებისა და დასაქმებულებისთვის – მთავრობის საბინაო პოლიტიკის გეგმა

საბერძნეთში ახალი პროგრამა, რომელიც 1,5 მილიარდ ევროს მოიცავს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება და 2023 წლის მანძილზე იმოქმედებს. პროგრამა მოიცავს პირველი სახლის შეძენის შესაძლებლობას ხელსაყრელი პირობებით, ბენეფიციარები კი იქნებიან ახალაგზრდები, როგორც უმუშევრები, ასევე დაბალი შემოსავლების მქონე დასაქმებულები და თვითდასაქმებულები.

პროგრამა მიზნად ისახავს, რომ დაეხმაროს ახალაგზრდებს, რომლებიც შორს ცხოვრობენ თავიანთი მშობლიური ქალაქებიდან თუ სოფლებიდან და საშუალება მისცეს მათ, რომ აიღონ უპროცენტო სესხი, ბინის საყიდლად.

მსგავსი პროგრამები არსებობს ევროპის სხვა ქვეყნებშიც: ესპანეთი, პორტუგალია და ა.შ., საბერძნეთი კი, ცდილობს, რომ არ ჩამორჩეს ამ ქვეყნებს და დანერგოს სისტემა, რომელიც შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბანკებს ერიდებიან, იპოთეკურ სესხებზე არსებული არახელსაყრელი პირობებისა და %-ის გამო.

მედიის ინფორმაციით, პროგრამა დაიწყება სექტემბრის თვიდან და დამატებითი ინფორმაციაც შესაბამისად, მომდევნო თვეში გახდება ხელმისაწვდომი.

 

onalem

ტესტ