fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი ზაკინთოზე – გაიცა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კუნძულ ზაკინთოზე ტყის ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. როგორც ირკვევა, იწვის ფიჭვნარი.

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მიერ გაიცა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება და 112-ის საშუალებით დაიგზავნა შეტყობინებები, რომ ადამიანებმა, რომლებიც მეღალა ალონიას ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ საცხოვრებლები და ევაკუირდნენ. მათ მოუწოდებენ, რომ ანო ვოლიმესკენ გადაადგილდნენ.

პარალელურად, ხანძარი იყო კოროპშიც, სადაც დროულად მოხდა ცეცხლის კონტროლის არეში მოქცევა, ვინაიდან ადგილზე 33 მეხანძრე მობილიზდა და მუშაობის შედეგად სიტუაცია დაასტაბილურეს.

onalem

ტესტ