fbpx
საბერძნეთი

ბერძნული ტავერნა, რომელიც კლიენტებს ცოცხალი მუსიკისთვის 2,50 ევროთი მეტს ახდევინებს

როგორც ჩანს, კუნძულ ნაქსოზე არსებული ტავერნის მფლობელმა იპოვა საშუალება, რომ იქ მომუშავე მუსიკოსებს ხელფასი გადაუხადოს. როგორ?! ფაქტობრივად, თანხას თავად კი არა, კლიენტები იხდიან.

დიახ, ეს ყველაფერი ნაქსოზე ხდება და თუ ამ ტავერნას ესტუმრებით, თქვენს მაგიდასთან მოსულ ქვითარზე ნახავთ, რომ კერძების ფასებთან ერთად დატანილი იქნება ცოცხალი მუსიკის მოსმენის საფასურიც.

გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ორმა ადამიანმა 58 ევრო გადაიხადა კვებაში და მითითებული იყო, რომ ამ თანხიდან 5 ევრო ცოცხალი მუსიკისთვის იყო განკუთვნილი, თითო ადამიანზე 2,50 ევრო.

საზოგადოების ნაწილი ამ ფაქტს ნეგატიურად აფასებს, ზოგი კი, წერს, რომ იმდენად კარგი კერძები და ხედი აქვს ამ ტავერნას, რომ ამ თანხას, რომელიც ქვითარში დამატებით მოდის, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

onalem

ტესტ