fbpx
საბერძნეთი

რთული მდგომარეობა ფთიოტიდაში – ხანძრის რამდენიმე კერა და ძლიერი ქარი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ფთიოტიდაში სახანძრო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რადგან ადგილზე ხანძრის რამდენიმე კერა არსებობს და ძლიერი ქარი ვითარებას სულ უფრო და უფრო ამწვავებს.

ცეცხლი, რომელიც დილის საათების შემდეგ უკიდია ტყის ტერიტორიას, საფრთხეს წარმოადგენდა პეტროტოს სოფლისთვის, თუმცა, მეხანძრეთა დიდი ძალისხმევის შედეგად დასახლებულ ტერიტორიამდე არ მივიდა.

ადგილზე მუშაობდა 11 თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დაბნელდა, მათთვის უკვე შეუძლებელია სამაშველო ოპერაციის განხორციელება. მიუხედავად ამისა, ადგილზე რჩება 52 მეხანძრე.

onalem

ტესტ