fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნების “ბუმი” ევროვიზიაზე: მოლდოვის მონაწილის სიმღერის ავტორიც ბერძენი კომპოზიტორია

ევროვიზიის კონკურსს თვალყურს მთელი მსოფლიო ადევნებს და გარდა მონაწილეებისა, პროფესიონალური გუნდი ხშირად უსვამს ხაზს იმ კომპოზიტორთა ღვაწლს, რომლებიც სიმღერებს სწორედ ამ კონკურსისთვის წერენ და ხშირ შემთხვევაში დიდ წარმატებასაც აღწევენ. როგორც ჩანს, ბერძნები აქ მოწინავე პოზიციებზე არიან.

ევროვიზია 2018-ზე, სადაც ელენი ფურეირამ მეორე ადგილი დაიკავა, ნამდვილი ფურორი მოახდინა სიმღერამ ¨Fuego”, რომლის ავტორიც სწორედ ბერძენი კომპოზიტორი, ალექს პაპაკონსტანტინუა.

ასევე, ის არის თამთას სიმღერის ავტორი, რომლითაც ის წელს ისრაელში კვიპროსს წარადგენს. სიმღერას, “Replay”, დღეს საღამოს სრული ვერსიით მოვისმენთ.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვის წარმომადგენლის სიმღერაც, “Stay”, რომელიც ასევე წელს გამოვა კონკურსზე, ბერძენი კომპოზიტორის, გიორგოს კალპაკიდისის დაწერილია.

onalem

ტესტ