fbpx
საბერძნეთი

დილით მზე და 23 გრადუსი, შუადღიდან კი, ძლიერი წვიმა და სეტყვა – აპრილი კონტრასტული ამინდებით გვემშვიდობება

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს, დღეიდან ჩრდილოეთ და დასავლეთ საბერძნეთში უხვი ნალექი გველის, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი, საკმაოდ კონტრასტული ამინდი გვაქვს.

როგორც კლეარხოს მარუსაკი აცხადებს, აპრილის თვე არასტაბილური ამინდით გვემშვიდობება. ატიკის რეგიონში ზომიერი ამინდი იქნება, წვიმა მოსალოდნელია შუადღიდან ჩრდილოეთით, პენდელსა და პარნითას ტერიტორიაზე, იქროლებს სამხრეთის ქარი, რომელიც სუსტი იქნება, ჰაერი კი, 22-23 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება წვიმასა და სეტყვას, მოსალოდნელია, რომ ფენომენი გააქტიურდეს თავდაპირველად ჩრდილო-დასავკეთით, თუმცა, გავრცელდება  პელოპონისოს ტერიტორიაზე, იწვიმებს კითირასა და კრეტაზეც. წვიმას თან ახლდება ელჭექიც.

რაც შეეხება, შაბათს, 22 აპრილს, პელოპონისოს მთიან რეგიონებში ფენომენი საკმაოდ ინტენსიური იქნება, თუმცა, შედარებით გაუმჯობესდება კვირას, ჰაერი კი, 23-24 გრადუსამდე გათბება.

საერთო ჯამში, მიუხედავად უხვი ნალექისა, რომელიც საბერძნეთში აპრილის თვემ მოიტანა, ტემპერატურა არ ეცემა და სიცივე მოსალოდნელი არ არის.

onalem

ტესტ