fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ქალი მაღაზიის გასახდელ ოთახში 3 პერანგით შევიდა, ჩანთაში ჩაიწყო და იქაურობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლარისაში მოხდა. ბერძენი ქალბატონი ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა, მომსახურე პერსონალს სთხოვა, რომ სამი კონკრეტული პერანგი მიეცათ მისთვის, რომელთა მოსინჯვაც უნდოდა.

როგორც ირკვევა, ქალი ამ სამი პერანგით შევიდა გადასახდელ ოთახში, თუმცა, იქიდან ისე გამოვიდა, რომ არაფერი მოუსინჯავს. სამივე პერანგს დამცავი მოწყობილობები მოხსნა, რომელიც მოპარვის საწინააღმდეგოდ არის ხოლმე დამაგრებული, ოთახში დაყარა, თავად პერანგები ჩანთაში ჩაიწყო და იქაურობა დატოვა.

როდესაც მომსახურე პერსონალი შიგნით შევიდა და მიხვდა, რომ ქალმა პერანგები ხელს გააყოლა, მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და ქურდს მალევე მიაგნეს.

აღსანიშნავია, რომ მას ჩანთაში პერანგების გარდა, აღმოუჩინეს მაკრატელიც, რომელიც გამოიყენა, რათა დამცავი მოწყობილობები მოეხსნა.

ქალი ლარისას რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს, ბრალად ქურდობის მცდელობა და სხვის კუთვნილებაში მყოფი ნივთის დაზიანება ედება.

onalem

ტესტ