fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დააკავეს ქალი, რომელიც სუპერმარკეტიდან რძეს იპარავდა, რადგან შვილისთვის საჭმელი არ ჰქონდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ვოლოსში მოხდა, სადაც 30 წლის ქალი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ირკვევა, ის სუპერმარკეტიდან რძის და ტანსაცმლის დამარბილებლის მოპარვის დროს დააკავეს და შემდეგ აღიარა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. მიზეზი კი, რომლის გამოც მხოლოდ ამ ორ პროდუქტს იპარავდა ის იყო, რომ თავისი ახალშობილისთვის საჭმელი არ ჰქონდა.

საქმის მასალების მიხედვით, მან მინიმუმ სამჯერ მოიპარა რძე სუპერმარკეტიდან. რისი ყიდვაც შეეძლო სალაროსთან დებდა, ხოლო რძეს თავის ჩანთაში და ისე გაჰქონდა იქიდან.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედება გაჭირვებით იყო გამოწვეული, შესაბამისი ბრალდებით გაასამართლეს და 20 დღიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდეს.

onalem

ტესტ