fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

“ციხეში ყოფნისას ყოველდღე 5 პირი მაუპატიურებდა” – 17 წლის ბიჭის შოკისმომგვრელი საჩივარი ირაკლიოდან

შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ, რომელიც კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში მოხდა, ბერძნული მედია იუწყება. 17 წლის ბიჭი ჩივის, რომ პატიმრობაში ყოფნის დროს ყოველღამე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, ხუთი ადამიანის მხრიდან.

როგორც ირკვევა, ბიჭი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და არასრულწლოვანთა დაკავების განყოფილებაში გადაიყვანეს. ამბობს, რომ საკანში საკუთარი ცხოვრების ყველაზე უარესი წუთები გაიარა და როდესაც იძინებდა, არ იცოდა, გაუთენდებოდა თუ არა მეორე დღე.

“15 დღის მანძილზე, ვიდრე გამათავისუფლებდნენ, ყოველღამე 5 კაცი მაუპატიურებდა. ვიცი კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული ადამიანებისგან გახდა ძალადობის მსხვერპლი.

დაკავების პირველ დღეს ტანსაცმელი მომპარეს და მაიძულეს, რომ თანამესაკნესთან მეჩხუბა. ეს იყო “ტრადიცია”, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულო, როდესაც ციხეში შედიხარ. თუ არ გავაკეთებდი, მე მცემდა 20 სხვა ადამიანი,” ამბობს არასრულწლოვანი.

მომხდართან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

onalem

ტესტ