fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 10-დან 9 ბიზნესი თანამშრომლებს ეძებს – მუშაობის მსურველთა რაოდენობა უკიდურესად დაბალია

საბერძნეთში ადგილობრივი მუშახელის პრობლემა დიდი ხანია არსებობს, განსაკუთრებით სეზონურ სამსახურებზე, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა უფრო მასშტაბურია. ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საბერძნეთში ყოველი 10 ბიზნესიდან 9 თანამშრომლებს ეძებს და ვერ პოულობს.

ბიზნესმენთა 9,5% უკმაყოფილებასა და პესიმისტურ განწყობას გამოხატავს საბერძნეთის შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათი უმეტესობა ადამიანურ რესურსს ეძებს.

118 კომპანიიდან, რომელმაც კვლევაში მიიღო მონაწილეობა, 8,5% არის ძალიან მცირე ბიზნესი, მაქსიმუმ 10 თანამშრომლით, 34,7% მცირე ბიზნესი 11-დან 50-მდე თანამშრომლით, 33,1% საშუალო ზომის ბიზნესი, 51-დან 250-მდე თანამშრომლით და 23,7% დიდი მასშტაბის ბიზნესი, 251-ზე მეტი თანამშრომლით.

ამ კომპანიების ნახევარი ანუ 50% აფიქსირებს, რომ არსებობს ძალიან სერიოზული პრობლემა, ადამიანური რესურების მოძიების კუთხით. 10-დან 9 ანუ 90,7% ამჟამადაც ეძებს თანამშრომლებს და ძალიან მცირე ნაწილი, 9,3%, ამ დროისთვის თანამშრომლების ძიებით არ არის დაკავებული.

ცალკეული საკითხია, თუ რის გამო არ გამოხატავენ ადამიანები მუშაობის სურვილს კონკრეტულ პოზიციებზე, ვინაიდან დაინტერესებულთა რაოდენობა უკიდურესად დაბალია. ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული კვლევა არ არის ჩატარებული, თუმცა, სავარაუდოდ, თვლიან, რომ სამუშაო პირობები და ხელფასი ერთმანეთს არ შეესაბამება.

onalem

ტესტ