fbpx
საბერძნეთი

საინტერესი კვლევა საბერძნეთში: იხდის თუ არა ხალხი ჯარიმებს, რომლებიც კარანტინის წესის დარღვევის გამო იწერება

როგორც უკვე ცნობილია, პირბადის, SMS და ცნობის გარეშე გადაადგილება ითვალისწინებს 300 ევროიან ჯარიმას. პოლიცია ყოველდღე ასობით მსგავს ჯარიმას წერს და საინტერესოა, რამდენად იხდიან კანონდამრღვევები მათ?!

არსებული ინფორმაციის მიხედვით, გამოწერილი ჯარიმების 80% არ იხდება მოქალაქეთა მიერ. ცხადია, არის ჯარიმებიც, რომლებიც გამოწერილია სხვადასხვა ბიზნესის მფლობელთა მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო და ისინი გაცილებით დიდია, ვიდრე 300 ევრო და ზოგჯერ 3.000, ზოგჯერ კი 5.000 ევროსაც კი სცდება.

კვების ობიექტების დაჯარიმებულ მფლობელთა 56%-ს ჯარიმა არ აქვს გადახდილი.

ზოგადად, პანდემიის აფეთქებიდან დღემდე ჩატარებულია 3 მილიონი შემოწმება და დარღვევების მაჩვენებელი უდრის 3%-ს.

გამოწერილია 150.000 ჯარიმა და თანხის ოდენობა აღემატება 20 მილიონ ევროს.

კარანტინის ბოლო 20 დღის მანძილზე საბერძნეთის პოლიციამ ჩაატარა 55.000 შემოწმება და გამოიკვეთა შემდეგი კანონდარღვევები:

1.300 უმიზეზო გადაადგილება

500 პირბადის გამოუყენებლობა

5-10 მაღაზიების უკანონო მუშაობა.

ამრიგად, ირკვევა, რომ დაჯარიმებულთა 80% ჯარიმის თანხას არ იხდის და ამ ყველაფერს პანდემიით გამოწვეული პრობლემებით ასაბუთებენ, რაც გულისხმობს ეკონომიკურ სიდუხჭირეს.

 

onalem

ტესტ