fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცმა 100.000 ევრო შემთხვევით ნაგავში გადააგდო

კომიკურად ტრაგიკული მოვლენა საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ ლიმნოზე მოხდა. ირკვევა, რომ მამაკაცმა სრულიად შემთხვევით ნაგავში 100.000 ევრო გადააგდო.

არსებული ინფორმაციით, მან კუნძულის დასუფთავების სამსახურში დარეკა და შეშფოთებულმა განაცხადა, რომ ფულით სავსე სამი ტომარა საკუთარი მაღაზიის წინ მდებარე ყუთში გადააგდო, რადგან ნაგავი ეგონა.

იმავე მომენტიდან დაიწყო იმის გარკვევა, თუ რომელ მანქანაში შეიძლებოდა ყოფილიყო გადაყრილი ტომრები, რადგან მანქანების ნაწილი უკვე ნაგავსაყრელისკენ მიემართებოდა.

საბედნიეროდ, “ჩხრეკის” შედეგად 100.000 ევრო ხელუხლებელი იპოვეს.

 

onalem

ტესტ