fbpx
საბერძნეთი

სინდაღმაზე საშობაო ნაძვის ხე დადგეს – 21 მეტრიანი ხე კარპენისიდან არის ჩამოტანილი

ათენის ცენტრში, სინდაღმაზე, საშობაო ნაძვის ხე დადგეს, რომელიც გასული წლის მსგავსად, კარპენისიდან ჩამოიტანეს. 21 მეტრიანი ხე სპეციალურ მეტალის სადგამზე დაიდგა და დაახლოებით 6 ტონას იწონის.

სინდაღმაზე დილიდან იმყოფებოდა ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი, რომელმაც საშობაო ხეზე, ამწეს საშუალებით, პირველი დეკორაციები ჩამოკიდა.

საშობაო ნაძვის ხეს ამშვენებს 6.000 ნათურა, რომელიც ელექტრო ენერგიის მინიმალურ რაოდენობას მოიხმარს, ხოლო მის წვერზე დიდი ოქროსფერი ვარსკვლავია მოთავსებული.

onalem

ტესტ