fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლი საბერძნეთში – ნახეთ პროგნოზი

მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის თვეში ამინდი რამდენჯერმე შეიცვალა, საერთო ჯამში შემოდგომა საბერძნეთში საკმაოდ თბილი იყო. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, როგორც ჩანს, ზამთარი თავის “კლანჭებს” სულ მალე გამოაჩენს და ნელ-ნელა სეზონის შესაბამისად აცივდება.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ხვალიდან ტემპერატურა დაიკლებს და საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია თოვლიც კი. ხვალიდან ძირითადად იწვიმებს დასავლეთითა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში.

ცუდი ამინდი შენარჩუნდება მომდევნო კვირაშიც, მინიმუმ ოთხშაბათამდე, ცივი ჰაერის შემოჭრა ქვეყნის მთიან რეგიონებში თოვას გამოიწვევს, რაც შეეხება წვიმას, იქნება საკმაოდ ძლიერი.

აღსანიშნავია, რომ პირველი თოვლი უკვე მოვიდა გასულ კვირას კარპენისის პარნასოსა და ტრიკალას მთიან სოფლებში.

პროგნოზის მიხედვით, ათენში მომდევნო კვირაში, ხუთშაბათის ჩათვლით, პერიოდული წვიმები გველის.

იხილეთ, სად დაფიქსირდა დღეს, 26 ნოემბერს, ყველაზე დაბალი ტემპერატურა:

onalem

ტესტ