fbpx
საბერძნეთი

მომდევნო დღეებში ზამთრის “გემო” საბერძნეთში – როდის აიწევს ისევ ტემპერატურა?!

ტელეკომპანია Open-ის მეტეოროლოგ კლეარხოს მანუსაკის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მომდევნო დღეებში საბერძნეთში ზამთრის “გემოს” ვიგრძნობთ. მიუხედავად ამისა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება და როგორც ირკვევა, კვირის ბოლოსთვის ქვეყანაში შემოდგომას ისევ ზაფხული ჩაანაცვლებს.

კონკრეტულად, საბერძნეთში სუსხი იქნება ხუთშაბათამდე და აღმოსავლეთითა და სამხრეთით მოსალოდნელია წვიმაც. ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე ნავარაუდევია ძლიერი ქარი.

“მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო დღეებში ნამდვილად ვიგრძნობთ ტემპერატურის კლებას, კვირის ბოლოდან, პარასკევიდან, ჩრდილოეთის ქარები შესუსტდება და ჰაერი კვლავ გათბება.

ცივი ჰაერის მასების შემოჭრა ხუთშაბათამდე მოსალოდნელია ჩრდილოეთ ბალკანეთიდან და ცენტრალური ევროპიდან,” ამბობს მანუსაკისი.

onalem

ტესტ