fbpx
საბერძნეთი

უჩვეულო შემთხვევა ათენიდან მიმავალ თვითმფრინავში: პილოტი მოტეხილი ფეხით?!

United Airlines-ის ხომალდზე მომხდარი ამბავი, რომელიც ათენი-ნიუ იორკის რეისს ასრულებდა, იდუმალებით არის მოცული. როგორც ირკვევა, თვითმფრინავი ათენიდან გაფრინდა, თუმცა, ისლანდიის დედაქალაქში დაჯდა, რათა დამატებითი პილოტი აეყვანათ.

რატომ?!

ამ კომპანიისგან ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ფრენის პროტოკოლი არ იყო დაცული ეკიპაჟის მიერ. ხომალდი დაჯდა რეიკიავიკში იმისთვის, რომ დამატებითი პილოტი აეყვანა, რადგან ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადეს თავად.

ამას გარდა, ათენიდან თვითმფრინავი 4 საათის დაგვიანებით გაფრინდა და მგზავრებს ამის შესახებ არავინ შეატყობინა, ასევე, არ აცნობეს, რომ მგზავრობის დროს იქნებოდა გაჩერება ისლანდიაში.

ვარი-ვულა-ვულიაღმენის მერი და პილოტი, გრიგორის კონსტანდელო აცხადებს, რომ პილოტები ვალდებულნი არიან განაცხადონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფრენამდე, მითუმეტეს მაშინ, როცა კონტინენტთაშორის ფრენებს ახორციელებენ და მანძილის დაფარვას მთელი დღე სჭირდება, ისინი ვალდებულნი არიან, იყვნენ 100%-ით ჯანმრთელნი.

მერი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრის ნაცვლად, ორი იმყოფებოდა, ეს კი, პროტოკოლის სერიოზული დარღვევაა.

ავიაკომპანიისგან ოფიციალური განცხადების გაკეთებას ელის ბერძნული მხარე და მგზავრები, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ.

onalem

ტესტ