fbpx
საბერძნეთი

“მზარავს ის წუთი, როცა ლიდიასთვის მომიწევს თქმა, სად არის მისი დედა” – კაროლაინ ქრაუჩის მამა

ბრიტანული მედია აქტიურად წერს კაროლაინ ქრაუჩის მკვლელობის შესახებ. Daily Mail-თან საუბრისას კაროლაინის მამა, დეივიდ ქრაუჩი აღნიშნავს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის და მისი მეუღლე, სუზანა დილით იღვიძებენ, პატარა ლიდიაა… ლიდია, რომელიც საზარელი სიმართლით ჯერ კიდევ არ არის “მოწამლული”.

ბატონი დეივიდი ამბობს, რომ მოხარულია სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, მაგრამ მაინც, მისი ქალიშვილი უკან არ დაბრუნდება, ამიტომ რეალობა არ იცვლება.

“ლიდია მალე გაიზრება და კუნძულის ბაღში დაიწყებს სიარულს. შემდეგ სკოლაში, რომელშიც დედამისიც სწავლობდა. სანამ სკოლაში მივა, გვარს შევუცვლი, რომ მკვლელ ანაგნოსტოპულოსთან არ აკავშირებდეს. იმაზეც ვიზრუნებ, რომ საკუთარი ქალიშვილი ვეღარასოდეს ნახოს.

ერთ დღეს ლიდია იკითხავს, სად არის დედამისი და სწორედ ეს დღე, ეს წუთი მზარავს. ერთ დღეს მას უნდა ვუთხრათ სიმართლე… როცა ლიდია სახლში დარბის, 20 წლით უკან ვბრუნდები, იმ დროში, როცა სიცოცხლით სავსე კაროლაინი დარბოდა აქეთ-იქით. გოგონა, რომელმაც ყოველთვის იცოდა, რა სურდა, ისეთი კეთილი ბუნება ჰქონდა, რომ ვერავინ წარმოიდგენს. მათ შორის დიდი მსგავსებაა,” ამბობს 79 წლის დეივიდ ქრაუჩი.

მამაკაცი იმასაც დასძენს, რომ მისი მეუღლე, ქ-ნ სუზანა ისეთ დეპრესიაშია, რომ საერთოდ ვეღარ სცნობს მას, ფიქრობს, რომ ქალი, რომელსაც 30 წელი იცნობდა, სადღაც გაქრა, გაქრა კაროლაინთან ერთად, რომელიც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

onalem

ტესტ