fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში დააკავეს დამლაგებელი, რომელმაც ოჯახიდან, სადაც მუშაობდა, 1,900 ევრო მოიპარა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში დააკავეს დამლაგებელი ქალი, რომელსაც ბრალად ქურდობა ედება. როგორც ირკვევა, ქალმა ოჯახიდან, სადაც მუშაობდა, 350 ევრო მოიპარა.

პოლიციაში საჩივარი 58 წლის ქალმა შეიტანა, რომელიც აცხადებდა, რომ ჩანთიდან დაკარგა კონკრეტული რაოდენობის თანხა და დაიწყო გამოძიება. პოლიციამ დაკითხა და შემოწმება ჩაატარა მისი 44 წლის დამლაგებლის სახლში და მის მფლობელობაში 1,900 ევრო აღმოაჩინეს. არსებული ცნობებით, 44 წლის ქალმა, რომელიც ბერძენია, თავად აღიარა, რომ მთელი ეს თანხა სახლიდან მოიპარა.

მისი ჩვენების მიხედვით, 1.900 ევროს ოდენობის თანხა დაახლოებით 2 წლის მანძილზე გაიტანა სახლიდან და იმ დროს იპარავდა, როდესაც იქაურობას ალაგებდა.

დაკავებული შესაბამის პროკურატურაში გადაიყვანეს და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

onalem

ტესტ