fbpx
საბერძნეთი

უპრეცენდენტო ქურდობა კრეტაზე, სადაც 130 ცხვრისგან შემდგარი ფარა მოიპარეს და მიატოვეს

შესაძლოა მცირე ზომის ნივთების მოპარვა უფრო მარტივად ჟღერს, მაგრამ კრეტაზე ქურდებს მეტი გამბედაობა აღმოაჩნდათ და არც მეტი, არც ნაკლები, ცხვრის ფარის მოპარვა გადაწყვიტეს.

შემთხვევა, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, აგიოს ნიკოლაოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. უცნობმა პირებმა 130 ცხვრისგან შემდგარი ფარა მოიპარეს და თავიანთი ტერიტორიისკენ მიერეკებოდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს და გადაწყვიტეს, რომ ცხვრები შუა გზაში მიეტოვებინათ.

როცა პოლიცია ადგილზე მივიდა, ნახა, რომ 130 ცხვარი ბედის ანაბარა იყო მიტოვებული, ხოლო შემდეგ მიიღეს ინფორმაცია, რომ არსებობდა საჩივარი დაკარგული ცხვრების შესახებ, შესაბამისად, ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დაუკავშირეს.

ცხვრებს ჩამოკიდებული ზარებიც კი მოხსნილი ჰქონდათ, რომ ხმაური არ გამოეწვიათ, საბოლოოდ ფარა საკუთარ პატრონს დაუბრუნდა.

onalem

ტესტ