fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რა უნდა გავაკეთოთ, თუ ტესტი დადებითი ამოვა ან ინფიცირებულთან კონტაქტში შევალთ?!

“ომიკრონის” გავრცელების ფონზე ექსპერტთა რეკომენდაციაა, რომ ხშირად ჩატარდს თვითდიაგნოსტიკა, ვინაიდან უსიმპტომო მდგომარეობა საკმაოდ გავრცელებულია. საინტერესოა, რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ პასუხი დადებით აღმოჩნდება ან გავიგებთ, რომ ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კონტაქტში ვიყავით.

მითითებები ΕΟΔΥ-სგან:

– რას ვაკეთებთ, თუ კორონავირუსის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდება?

თუ ვაქცინირებული ვართ, ვრჩებით იზოლაციაში სულ მცირე 5 დღე და მაქსიმალურად ვარიდებთ თავს სხვა ადამიანებთან კონტაქტში შესვლას. 5 დღის შემდეგ შეგვიძლია იზოლაციიდან გამოვიდეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები აღარ გვაქვს და ვგრძნობთ, რომ მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა, პარალელურად, სავალდებულოა ორმაგი ან გაძლიერებული დაცვის პირბადის ტარება მანძილზე (Ν95 ή ΚΝ95 ή FFP2) მომდევნო 5 დღის მანძილზე.

– რას ვაკეთებთ, თუ კონტაქტში შევედით ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსის დადასტურებული აქვს?

თუ ორი დოზით ვართ ვაქცინირებული, საჭიროა 5 დღის მანძილზე სწრაფი ან მოლეკულური ტესტის ჩატარება და 10 დღის მანძილზე ორმაგი ან გაძლიერებული დამცველობის პირბადის ტარება.

– რას ვაკეთებთ, თუ სელფ-ტესტის პასუხი დადებითი ამოვა?

აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია ჩაიტაროთ Rapid Τest ან მელოკულური (PCR) ტესტი შედეგში დასარწმუნებლად.

– კოვიდით დაინფიცირების შემთხვევაში, რა სახის დოკუმენტი უნდა წარვადგინოთ სამსახურში?

კოვიდის ტესტის დადებითი პასუხი უკვე დამადასტურებელია იმისა, რომ დაინფიცირებული ხართ, თუმცა, თუ გსურთ ოფიციალური ავადმყოფობის შვებულების აღება, საჭირო იქნება წარადგინოთ ექიმის დაასკვნაც.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ განისაზღვრა საფასური ტესტებთან დაკავშირებით, მოლეკულური ტესტი – 47 ევრო, ხოლო სწრაფი (Rapid) მაქსიმუმ 10 ევრო, თუმცა, ცხადია, სხვადასხვა აფთიაქებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრებში გაცილებით შეღავათიანი ფასიც შეიძლება შემოგთავაზონ.

კორონავირუსით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატის გაცემის გზა კი, შემდეგია:

– თუ ვაქცინირებული ხართ, საკმარისია სწრაფი (Rapid) ტესტის დადებითი პასუხი იმისთვის, რომ დაავადების სერთიფიკატი აიღოთ.

– თუ ვაქცინირებული არ ხართ, საჭიროა ჩაიტაროთ მოლეკულური, PCR, ტესტი იმისთვის, რომ კოვიდით დაავადების დამადასტურებელი დოკუმენტი აიღოთ.

კოვიდით დაავადების სერთიფიკატი გაიცემა:

აუცრელებისთვის, კოვიდის პირველი დადებითი პასუხის გამოსვლიდან 14 დღის მანძილზე PCR ტესტის ჩატარების საფუძველზე (თუ იქამდე ჩატარებული იყო სელფ-ტესტი ან სწრაფი ტესტი (Rapid).

სრულად ვაქცინირებულების შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწრაფი ტესტის ჩატარების საფუძველზე.

სერთიფიკატის მოქმედების ვადაა 90 დღე, 180-ის ნაცვლად, როგორც ადრე იყო ძალაში, ანუ მისი გამოყენება სამოგზაუროდ და სხვა მიზნებისთვის შესაძლებელია მხოლოდ სამი თვის მანძილზე.

onalem

ტესტ