fbpx
საბერძნეთი

განგაში ათენის საჯარო ტრანსპორტში და სპეციალური გეგმა – მძღოლების უმეტესობა ინფიცირებულია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის საჯარო ტრანსპორტის თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი კორონავირუსით არის დაინფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ შემცირებულია მძღოლთა რაოდენობა, რომელთაც მუშაობა შეუძლიათ.

ირკვევა, რომ კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, შემუშავებულია გადაუდებელი საჭიროების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალური, ალტერნატიული გრაფიკების შედგენას. პარალელურად კი, ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მიღებული ზომების ფარგლებში, შემცირდება მგზავრთა რაოდენობაც. აქ იგულისხმება ონლაინ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლა და მცოცავი გრაფიკი.

უპირატესობა მიენიჭება ყველაზე მოთხოვნად ხაზებს/მარშრუტებს, რათა არ შეიქმნას ტრანსპორტის დეფიტიცი და მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლებისდაგვარად თავისუფლად შეძლონ. ΟΑΣΑ და ΟΣΥ უკვე აქტიურად მუშაობს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

შეგახსენებთ, რომ საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისას სავალდებულოა ორმაგი ან გაძლიერებული დამცველობის პირბადის ტარება.

 

 

onalem

ტესტ