fbpx
საბერძნეთი

“წლევანდელი წელიც, მომდევნო თვეები, რთული იქნება, თქვენ გეყრდნობით” – ალექსის ციპრა ალექსანდრას საავადმყოფოში

ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ალექსის ციპრა, ათენში საავადმყოფო ალექსანდრას ეწვია და მედიკოსები მოინახულა. ყოფილ პრემიერს სურდა, რომ ექიმებისა და ექთნების გვერდით ყოფილიყო ახალი წლის პირველ დღეს, რადგან ისინი ყოველდღიურად სიცოცხლეების გადასარჩენად იბრძვიან.

“კარგ წელს გისურვებთ, ძალასა და გამძლეობას, რადგან გვჭირდებით. მე, უბრალოდ, მინდოდა თქვენს გვერდით ვყოფილიყავი ამ დღეს, რადგან ჩვენ, უმეტესობა, ჩვენს ოჯახებთან ვართ, თქვენ კი, კვლავ ბრძოლის პირველ ხაზზე, ისე, როგორც თქვენი ათასობით კოლეგა მთელი საბერძნეთის მასშტაბით. თქვენ ხართ იმ ადამიანებთან, რომლებიც თავისი სიცოცხლისთვს იბრძვიან.

წლევანდელი წელიც, მომდევნო თვეები, რთული იქნება და თქვენ გეყრდნობით. მაგრამ ამავე დროს, ეს იქნება წელი, რომელიც თქვენს ძალისხმევასა და თავგანწირვას დააფასებს. სწორედ ამისთვის ვიბრძვით. 

თქვენ გჭირდებათ მხარში დგომა, სოლიდარობა და ერთიანობა, რათა მოიკრიბოთ ძალა, ამ ბრძოლისათვის,” განაცხადა ციპრამ.

 

onalem

ტესტ