fbpx
საბერძნეთიტერორიზმი

ათენის ცენტრში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წევრი დააკავეს – ის თავშესაფარს ითხოვდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის ცენტრში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წევრი დააპატიმრეს.

კერძოდ, საუბარია ერაყელ 34 წლის მამაკაცზე, 4 შვილის მამაზე, რომელზე ძებნაც რამდენიმე დღის წინ, ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურში შესული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდა. ირკვევა, რომ ის მონაწილეობდა 2014-2105 წლებში ჯიჰადისტების მიერ განხორციელებულ ტერორისტულ ქმედებებში.

34 წლის ერაყელს საბერძნეთში თავშესაფარი ორჯერ ჰქონდა მოთხოვნილი, თუმცა, ორივე ჯერზე უარი ეთქვა. საბოლოოდ კი, სპეცსამსახურებმა მას მიაგნეს და დააკავეს, ჩამორთმეული აქვს მობილური ტელეფონიც.

სამართალდამცველები მის სახლში ჩხრეკას აწარმოებენ, მათ ხელთ ასევე არსებობს ვიდეო კადრები, რომლებიც გამოძიების მთავარი საგანია.

onalem

ტესტ