fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის საზღვრის კვეთა კონკრეტულ საათებში და 7 დღიანი კარანტინი – ხარდალიასმა ახალი ზომები დაასახელა

გუშინ სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ხარდალიასმა, საგანგებო გამოსვლის ფარგლებში ახალი ზომების შესახებ აცნობა მოსახლეობას. საუბარია საბერძნეთის კონკრეტული საზღვრის კვეთაზე და კარანტინზე, რომელიც მომდევნო კვირიდან წესდება.

კერძოდ, ახალი და ძველი ზომები, რომლებიც საბერძნეთში მოქმედებს, მოიცავს შემდეგს:

  1. საბერძნეთ-ალბანეთის სახმელეთო საზღვრის, კაკავიას კვეთა დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ დილის 07:00 საათიდან ღამის 23:00 საათამდე. 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე საბერძნეთში ამ საზღვრიდან შემოსვლა შესაძლებელი არ იქნება.
  2. კვირიდან, 16 აგვისტოდან, ის ვინც, კაკავიას საზღვრიდან საბერძნეთში შემოვა, ვალდებულია გაიაროს 7 დღიანი კარანტინი (იზოლაცია სახლის პირობებში).
  3. აგვისტოს ბოლომდე სოციალურ წვეულებებზე დაიშვება მხოლოდ 100 ადამიანი.
  4. ნიღბის ტარება სავალდებულოა გემის მთლიან ტერიტორიაზე, როგორც შიდა სალონში, ასევე გარეთ, ღია სივრცეში.
  5. ნიღბის ტარება სავალდებულოა სუპერმარკეტებში, ოფისებში, სადაც ხდება სოციუმთან კონტაქტი, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, სილამაზის სალონებში, საჯარო ტრანსპორტში, ლიფტებში, ეკლესიებსა და სხვა დახურულ სივრცეებში, (გარდა რესტორნების, ტავერნებისა და კაფე-ბარებისა, სადაც პირბადის ტარება მხოლოდ პერსონალს ევალება).

აღინიშნა ისიც, რომ განიხილება საკითხი ღამის კლუბების სამუშაო საათების შემცირებასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ