fbpx
საბერძნეთი

“მომდევნო ორი კვირა არის კრიტიკული ვადა საბერძნეთისთვის” – რას გულისხმობდა სოტირის ციოდრასი?!

როგორც უკვე ვიცით, სოტირის ციოდრასი გუშინ ეკრანებზე დაბრუნდა და ეს საბერძნეთისთვის არც თუ ისე სახარბიელო ფაქტია. პროფესორმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირა ქვეყნისთვის არის ერთგვარი ვადა, რომელიც ყველაზე კრიტიკული იქნება.

“მე აქ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდის გამო ვარ. ექსპერტები ხშირად ვაწარმოებთ შეხვედრებს და განვიხილავთ ყველა შესაძლო ზომას, რომელიც შეიძლება რომ მთავრობამ მიიღოს. ჩვენ ვრეკთ განგაშის ზარებს იმითაც კი, რომ მე ეკრანებზე ისევ გამოვჩნდი. 

მომდევნო ორი კვირა არის ის კრიტიკული ვადა, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უნდა შეცვალოს. უნდა შევცვალოთ ეპიდემიოლოგიური კურსი და გამოვიდეთ იმ დიდი რისკებიდან, რომლებიც ახლა გვაქვს.

ეპიდემიის დაწყებაზე მიუთითებს ისიც, რომ ვირუსის გადადების ტენდენცია გაიზარდა 1-მდე, ჩვენ ეს მაჩვენებელი უნდა დავაგდოთ,” განაცხადა ციოდრასმა.

ამრიგად, პროფესორი გულისხმობს, რომ მომდევნო ორ კვირაში აუცილებლად უნდა მოხდეს ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვის კლება იმისთვის, რომ მოსალოდნელი რთული ვითარება თავიდან ავირიდოთ. ეს 14-15 დღე არის კრიტიკული ვადა და საზოგადოება ვალდებულია გაითვალიწინოს ექსპერტთა მოწოდებები და რეკომენდაციები, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ